დიდი ბრიტანეთი უყრაინისადმი ტანკების გადაცემის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian უყრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მისმა უყრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ შემდეგ პარასკევს დასავლეთის თავდაცვის მინისტრების დაგეგმილი შეხვედრის ფონზე დადებითი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიერ უკვე მიღებულია, ხოლო ფორმალური განცხადება ორშაბათს არის მოსალოდნელი.
The Guardian-ის წყაროების თანახმად, საუბარი კიევისთვის დაახლოებით 10 Challenger 2 ტანკის გადაცემაზეა, რაც, მათი იმედით, დაეხმარება გერმანიას მისი Leopard 2 ტანკების უყრაინისთვის რეექსპორტირების უფლება გასცეს.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ კიევის მხრიდან მრავალთვიანი თხოვნების შემდეგ დიდი ბრიტანეთი უყრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკზეა.