რუსეთი ორმილიონიანი არმიის შექმნას ცდილობს და ამისთვის მობილიზაციის ახალ ტალღებს განახორციელებს, – ამის შესახებ აღნიშნულია უყრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.
უყრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მობილიზაციის ახალი ტალღისთვის რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის და ასევე, გაწვეული მოქალაქეებისთვის სასწავლო ცენტრებს ამზადებენ.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამოაცხადებს მობილიზაციის მომდევნო ტალღას. კიდევ 500 ათასი ადამიანი შევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, რაც ტერორისტ ქვეყანას საშუალებას მისცემს, შექმნას სტრატეგიული რეზერვები“, – აღნიშნულია უყრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.