უყრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისრების კოლეგია უყრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა.
„უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა – გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა არ დაასახელა ვიზიტის ზუსტი თარიღი. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეისთვის ევროკომისიისა და უყრაინის ხელისუფლების საერთო სამუშაოში „დაახლოებით 18-20 სხვადასხვა საბუთია“.
„ეს [კოლეგია-მთავრობის შეხვედრა] ძალიან კარგი პუნქტი იქნება, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე [მუშაობა] გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს აჩვენებს, რამდენად მოცულობითია ჩვენი დღის წესრიგი”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.