ვიქტორ ორბანი – ომში ამერიკა იმარჯვებს, ევროპა კი აგებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თვლის, რომ უკრაინაში კონფლიქტით შეერთებული შტატები ნამდვილად სარგებლობს და ეკონომიკური თვალსაზრისით მთავარი მსხვერპლი ევროპელები არიან.
– „მცდარი სანქციების პოლიტიკისა და ომის მსხვერპლნი ევროპელები არიან. ომში ამერიკა იმარჯვებს, ევროპა კი აგებს. ხოლო რუსეთი იგებს თუ აგებს ეს სადაო საკითხია. მაგრამ თუ ფინანსებს ვიგულისხმებთ, ისინი ამ კუთხით ბევრს არაფერს კარგავენ. ეკონომიკური გაგებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი, უფრო სწორად, ყველაზე დიდი დამარცხებული მთელ ამ კონფლიქტში – ევროპაა“ – განუცხადა ორბანმა „Radio Kossuth“-ს.
წყარო: newposts.ge