საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.
ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ.
გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (229.5 მილიონ დოლარს) 133.2%-ით აღემატება.
დეკემბერში რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდან, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში – 317.3 მლნ. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (39.7 მილიონი დოლარი) 699.2%-ით აღემატება.
ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთის ფედერაცია – 317.3 მლნ;
- იტალია – 43.2 მლნ;
- აშშ – 34.3 მლნ;
- საბერძნეთი – 20.7 მლნ;
- ისრაელი – 19.1 მლნ;
- გერმანია – 17 მლნ;
- ყაზახეთი – 12.9 მლნ;
- ყირგიზეთი – 10.7 მლნ;
- თურქეთი – 9.2 მლნ;
- ესპანეთი – 5.2 მლნ.