არალეგალური იმიგრაცია ევროპაში 2022 წელს 64%-ით გაიზარდა და ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია

არალეგალური იმიგრაცია ევროპაში 2022 წელს 64%-ით გაიზარდა და ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის უახლესი მონაცემების თანახმად, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესაღწევად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დაახლოებით 330000 შემთხვევა დაფიქსირდა. 2016 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რამაც გასულ წელთან შედარებით 64%-იანი ზრდა აჩვენა.

დასავლეთ ბალკანეთის მიგრაციული მარშრუტი, რომლის საშუალებითაც მიგრანტები ევროკავშირის უნგრეთთან არსებულ გარე საზღვართან მისვლას ალბანეთის, ბოსნიას, ჰერცოგოვინასა და სერბეთის გავლით ცდილობენ, ცენტრალური ხმელთაშუა ზღვის მარშრუტმა ჩაანაცვლა, რომელსაც ამჟამად არალეგალი მიგრანტები ყველაზე ხშირად იყენებენ. გასულ წელს აღნიშნული მარშრუტი 145000-ზე მეტმა არალეგალმა მიგრანტმა გამოიყენა, რითაც 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი 136%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მიგრანტები, რომლებმაც გასულ წელს ეს მარშრუტი გამოიყენეს, უმეტესად სირიიდან, ავღანეთიდან, თურქეთიდან და ტუნისიდან იყვნენ.

ხორვატიის ევროკავშირის უსაზღვრო შენგენის ზონის წევრობა, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვარს შევიდა, ამ რეგიონში უდავოდ დიდი გამოწვევების მიზეზი გახდება, რაც ამავდროულად, ევროკავშირის გარე საზღვრის სიგრძეს მნიშვნელოვნად გაზრდის.

იტალიაში შესაღწევად ცენტრალური ხმელათაშუა ზღვის რეგიონში ევროკავშირის საზღვრის გარღვევის მცდელობა სულ 102529 მიგრანტს ჰქონდა, რაც იმას გულისხმობს, რომ 2021 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 51%-ით გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მარშრუტს ყველაზე აქტიურად ეგვიპტიდან, ტუნისიდან, ბანგლადეშიდან და სირიიდან წამოსული მიგრანტები იყენებდნენ.

Frontex-მა დაადასტურა, რომ მონაცემები არ მოიცავს 13 მილიონ უკრაინელ ლტოლვილს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გარე სახმელეთო საზღვრის საშუალებით გასული წლის 24 თებერვლიდან წლის ბოლომდე შედიოდა.

როგორც აღმოჩნდა, 80 პროცენტზე მეტი არალეგალი მიგრანტი ზრდასრული მამაკაცია.

ევროკავშირის თავშესაფრით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გასული წლის იანვარი-ოქტომბრის პერიოდში ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით თითქმის 790000 განაცხადი შევიდა, რითაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„სავსებით ნათელია, რომ განაცხადების რაოდენობა უახლოეს მომავალში კვლავ მოიმატებს“ – თქვა სააგენტოს ხელმძღვანელმა დეკემბერში, მაშინ როცა თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რაოდენობამ ბოლო თვეებში ყოველთვიურად 100000-ს გადააჭარბა.

წყარო: newposts.ge