ბერძენიშვილი წუხს, რომ “სახელისუფლებო ჯგუფებმა” ლექცია ჩაუშალეს

ბერძენიშვილი წუხს, რომ “სახელისუფლებო ჯგუფებმა” ლექცია ჩაუშალეს.

“დამირეკა მათმა წარმომადგენელმა, თქვა, რომ მე ვარ “ალტ-ინფოს” ჟურნალისტი და ჩვენებმა ჩაგიშალესო. 30 კაცი იქნებოდა, დაახლოებით, იყო 3 პოლიციელი, რომელიც ამ 30 კაცს ვერ გააკონტროლებდა, ეს ბუნებრივია. ყველა შესასვლელი გადაკეტეს და ფიზიკურად იქ მე ვერ მოვხვდი, ამ ბავშვებთან.

ასეთი რამე ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ. ხომ უნდა შეწუხდეს ხელისუფლება, რომ მოქალაქეს არ აძლევენ ლექციის ჩატარების უფლებას. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მე ლექცია არ უნდა ჩავატარო, ხომ არ არსებობს, დანაშაული არ მიმიძღვის ხომ მე, არ დადგენილა ასეთი რამ. ამიტომ უნდა შეწუხებულიყო სახელმწიფო. შეწუხებული კი არა, გახარებულები არიან, რომ ლექცია ჩაშალეს” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ყვარელის გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით.

წყარო: ალტ-ინფო