უყრაინა ევროკავშირისგან 18-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ფარგლებში, პირველ სამმილიარდიან ტრანშს ამ კვირაში მიიღებს. ამის შესახებ უყრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყნის მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერისთვის არის აუცილებელი.
როდის განხორციელდება შემდგომი ტრანშები, ამ დროისთვის უცნობია. ევროკავშირის ქვეყნებმა უყრაინისთვის 18-მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე შეთანხმებას, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში მიაღწიეს.