დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობპროდუქტების შეძენას ინდოეთის გავლით აგრძელებს.
დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობპროდუქტების შეძენას ინდოეთის გავლით აგრძელებს – იუწყება The Daily Telegraph-ი.
გამოცემის ცნობით, უმსხვილესი კომპანიები – „Shell“, „BP“, „Trafigura“, „PetroChina“ და „Essar“-ი – დიზელის იმპორტს ინდოეთის, ჯამნაგარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან იღებენ.
2022 წელს საწარმომ ოთხჯერ გაზარდა (წინა წელთან შედარებით) ნავთობის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან. დიდმა ბრიტანეთმა, თავის მხრივ, ომის დაწყებიდან 2,5-ჯერ მეტი ნავთობპროდუქტი შეიძინა ჯამნაგარის ქარხნიდან, ვიდრე 2021 წელს.
მიწოდების ჯაჭვებში ასეთი „უკანა კარი“ სრულიად ლეგალურია, მაგრამ ძირს უთხრის ლონდონის ყველა მცდელობას, შეზღუდოს მოსკოვის დაფინანსება, აღნიშნავს გაზეთი.
წყარო: tv7.ge