რუსეთი 12 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რუსეთი 12 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ივანოვმა. მან დასძინა, რომ მოსკოვი ჰონგ კონგთან განიხილავს ქვეყანაში რუსების უვიზო ყოფნის 30 დღემდე (ახლა 14დღე) გახანგრძლივებას.
– „მიმდინარეობს სამუშაოები მექსიკასა და მალაიზიასთან უვიზო შეთანხმებების პროექტების მოსამზადებლად, ასევე კარიბის ზღვის ზოგიერთ კუნძულოვან სახელმწიფოსთან (ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა, ბარბადოსი, ჰაიტის რესპუბლიკა, ტრინიდადი და ტობაგო, სენტ-ლუსია)გრძელდება მოლაპარაკებები. ასევე მიმდინარეობს შესაბამისი შეთანხმებების შემუშავება ბაჰრეინთან, ქუვეითთან, ომანთან, საუდის არაბეთთან და ზამბიასთან“ – განაცხადა ივანოვმა.
წყარო: ptn.ge