ავსტრალიის კვინსლენდის შტატში მოზარდები სქესის არჩევას 16 წლიდან შეძლებენ.
ავსტრალიის კვინსლენდის შტატში მოზარდები სქესის არჩევას 16 წლიდან შეძლებენ. შესაბამისი კანონის მიღებას ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს.
დოკუმენტებში სქესის შესაცვლელად არანაირი სერთიფიკატის წარდგენა არ იქნება საჭირო, მხოლოდ ერთი ზრდასრულის ჩვენებაა საკმარისი, რომელიც მოზარდს ერთი წელი მაინც იცნობს – წერს The Australian.
თუ მშობლები მოზარდების ნებას შეეწინააღმდეგებიან, მათ სთავაზობენ, რომ მშობლებს უჩივლონ.
ბევრმა ავსტრალიელმა გააკრიტიკა კანონი. ითვლება, რომ ამ გზით ქალები თავს დაცულად ვეღარ გრძნობენ.
საავადმყოფოებში, გასახდელებში და ა.შ, მოქალაქეები მათ გვერდით, ვინც მხოლოდ ფორმალურად შეიცვალა სქესი თავს დაცულად ვეღარ იგრძნობენ. ადვოკატებიც მიიჩნევენ, რომ კანონი სამთავრობო სტრუქტურებსა და დეპარტამენტებს პრობლემებს შეუქმნის.
წყარო: tv7.ge