ბელარუსი სამართალდამცავები მაღალ დონეზე მუშაობენ და მათ ცოტა რამ თუ გამოეპარებათ. ამჯერად, ერთი ბედოვლათი ქართველი გაება მათ ბადეში.
ბელარუსის სამთავრობო არხი “ბელარუს 1” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დააკავეს საქართველოს მოქალაქე გიორგი ზირაქაშვილი. ბელარუსი ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულს უყრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ 36 წლის კაცი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას ევროკავშირში შესვლა აეკრძალა წესების დარღვევის გამო.
მედია ამბობს, რომ ზირაქაშვილმა საქართველოში ყოფნისას გადაწყვიტა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეს ბრძოლა. მათი მტკიცებით, საელჩომ ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო. მედია სიუჟეტში ზირაქაშვილს პირდაპირ, სახის დაფარვის გარეშე აჩვენებს.
ტელევიზია ასევე ირწმუნება, რომ მან მიმართა მინსკში უკრაინის საელჩოს, რათა “უკრაინაში გადასულიყო”.
ბელარუსი ჟურნალისტები სიუჟეტში ქვეყანაში უკრაინის საელჩოს ომში წასასვლელად ხალხის რეკრუტირებაში ადანაშაულებს.
“რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე სპეციალურმა სამსახურებმა ბელარუსში დააკავეს.
სასაცილო იქნებოდა ამ ბედოვლათობის ისტორია, სატირალი რომ არ იყოს – საბჭოთა კავშირის დაშლით “გაბედნიერებული” დამშეული ქართველები ყველაფერზე მიდიან, რომ ფული იშოვონ!
ბელარუსი ჟურნალისტების სიუჟეტი იხ. ბმულზე.