დღეს, ნატა ფერაძის მანქანის დაზიანების საქმეზე, კონსერვატიული მოძრაობის წევრების სასამართლო პროცესი გაიმართება.
– “კონსერვატიული მოძრაობის” წევრების ზურაბ კობახიძისა და გოგა თუხარელის მიერ, სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის კუთვნილი ავტომობილის დააზიანების (შეღებვის) ფაქტზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი კუთვნილი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე მოსამართლემ დანაშაულის მოტივად შურისძიება დაასახელა.
ნატა ფერაძის საჩივრის საფუძველზე საქმე სასამართლოს განსახილველად გადაეცა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, 5 დეკემბერს, ორივე ბრალდებული პირი 3500-3500 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაანთავისუფლა.
ცნობისთვის, ნატა ფერაძემ არაერთხელ დააზიანა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი. „კონსერვატიული მოძრაობის“ მხრიდან. აღნიშნულ ფაქტზე ვიდეომტკიცებულება სამართალდამცავებს გადაეცათ, მაგრამ უწყებას რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. სწორედ ამის საპასუხოდ, “კონსერვატიული მოძრაობის” წევრებმა ნატა ფერაძის კუთვნილი ავტომობილი შეღებეს.
წყარო: newposts.ge