ქართული ესტრადისა და კინოს ლეგენდა, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამძიმრის წერილი საზოგადოებისთვის ცნობილმა ბევრმა პიროვნებამ გამოაქვეყნა და მათ შორის იყო, ლეგენდარულ ფილმ “მიმინოში” კიკაბიძის პარტნიორი, ელენა პროკლოვა, რომელიც “ლარისა ივანოვნას” როლს ასრულებდა.
„ვუსამძიმრებ ყველა ნათესავს, მეგობარს და მაყურებელს, ვისაც უყვარდა. მადლობელი ვარ, რომ მქონდა საშუალება გამეცნო ეს უნიჭიერესი ადამიანი, მომღერალი, მსახიობი, ძალიან კეთილი, მუდამ მომღიმარი. მახსოვს ჩვენი გადაღება ფილმში “მიმინო”, რომლის რეჟისორი გიორგი დანელია იყო. მახსოვს, რომ ვახტანგი მუდამ იღიმებოდა. ეს პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ დასამახსოვრებელია”, – განაცხადა მან.
როგორც რუსული მედია წერს, პროკლოვა კიკაბიძესთან ურთიერთობას ბოლო წლებშიც ინარჩუნებდა.
“ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ბოლო დღეებამდე. მე ვიყავი ბუბას 80 წლის იუბილეზე, ჩავფრინდი თბილისში და მივულოცე. ბუბა ძალიან პასუხისმგებლობიანი და კეთილი ადამიანი იყო. ვწუხვარ, რომ ის ჩვენთან აღარ არის და მადლობა, რომ იყავი ჩემს ცხოვრებაში”, – თქვა მან.
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იქნება დასვენებული, სადაც 2 დღის განმავლობაში (17-18 დეკემბერს) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.