კარგად ვიცნობ ვანო მერაბიშვილს. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ანაზდად, წინსწრებით გაკეთებული განცხადებებით, ჩემს თაობას ახსოვს მისი დემარში, როდესაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უცხოეთის პრესას მისცა ინტერვიუ,
რომ “ბაბუს” დრო წავიდა…
შემდეგ იყო მისი დიდი და პატარა შეცდომები და გამარჯვებები,ცოლს გადაყოლილი კარიერა და ციხის კადრებით დაბრუნების მცდელობა.
ახლა ყველას კარგად ესმის,რომ ვანო იმაზე ჭკვიანი და წინდახედული აღმოჩნდა ვიდრე მისი თანამეინახენი(გნებავთ თანამზრახველები)
ამასობაში მერაბიშვილმა ახალი თამაში წამოიწყო:
“მე არ გავბოზდები!”
არ “იხტუნავა” ციხეში, არ ჩაუშვა მისი წიხლქვეშ გამგდები,
“ამხილა” მელია და აწ მრავალშვილიანი
სააკაშვილი და ბოლოს უფუნქციო,
უდონო,უვიცი “ხაბეს” მეშვეობით დაანონსა დანგრეულ ნაციონალურ სარკოფაგზე ახალი დროშის აღმართვა?…
არადა,
ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით,
პრინციპში არაა უტვინო,მეტიც,
ხვდება რომ ციფრულ საუკუნეში ყველა მისი ნაბიჯი იშიფრება,
ესე იგი მიზანმიმართულად თამაშობს “ოცნების” თამაშს?
მდა…
რავარი ჩაიხლართა…?
პოპკორნი სტუდიაში!
ლალი მოროშკინა, პიარმენეჯერი; სოციალური ქსელი