რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დსთ-ს ერთ-ერთ წევრი ქვეყნის მოქალაქე დააკავა.
რუსული მედიის ინფორმაციით, „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრი ერთ-ერთი ქვეყნის 28 წლის მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
როგორც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სამმართველოში განაცხადეს, ეჭვმიტანილმა უკრაინულ მხარეს გადასცა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ და საკონტაქტო პირს ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა.