უყრაინული მედიის ცნობით, გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის ცხრა ქვეყნის მოსახლეობის 48%-ს ომის სწრაფად დასრულება სურს

უყრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირში სოციალური კვლევითი და მედიაკომპანიების ალიანსის, Euroskopia-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უყრაინაში ომის მალე დასრულებას, თუნდაც გარკვეული ტერიტორიული დანაკარგებით, ევროკავშირის ცხრა ქვეყნის მოსახლეობის 48% ემხრობა.

კვლევაში, თითოეული ქვეყნიდან 1 000 სრულწლოვანი ადამიანი მონაწილეობდა. რუსეთისთვის გარკვეული დათმობების ხარჯზე ომის სწრაფად დასრულების მომხრეთა შორის არიან ავსტრია და გერმანია, სადაც გამოკითხულთა 60%-ზე მეტს სურს, ომი სწრაფად დასრულდეს. ასევე პორტუგალია – 45%, ნიდერლანდები – 48%, პოლონეთი – 42%, ესპანეთი – 50%, საფრანგეთი, იტალია – 50% და საბერძნეთი – 54%.

ყოველი მესამე გამოკითხული კი ომის სწრაფად დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიული დანაკარგების მხრივ  ქვეყნის ასეთ მსხვერპლზე წასვლის წინააღმდეგია. თუმცა, გამოკითხულთა 56% უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ემხრობა.

რაც შეეხება ლტოლვილების საკითხს, გამოკითხულთა 29%-ს მიაჩნია, რომ უყრაინიდან იძულებით გასულ პირებს ყველაზე დიდი დახმარება პოლონეთმა გაუწია.