უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიის ყოყმანმა პუტინს ომის ესკალაციის საშუალება მისცა, – ამის შესახებ „ბიბისის“ „რადიო 4“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
როგორც ანდრეს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ის ვერ ხედავს ვერანაირ ლოგიკურ არგუმენტს ტანკების გაგზავნის საკითხზე გერმანიისა ან ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგობის სასარგებლოდ.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს დრო ახალი სასტიკი სტრატეგიების შესამუშავებლად. ჩვენ უნდა ვაიძულოთ რუსები, გადავიდნენ თავდაცვაზე“, -განაცხადა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.