დუდა: მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს

რუსეთი უყრაინაში გაჩაღებული ომიდან “სუფთა სახით” და იმის განცდით, რომ რაღაც მოიგო, ვერ გამოვა. Rzeczpospolita წერს, რომ ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

“მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს. ის ამ ომს ვერ მოიგებს, ამიტომ მალე ახალს დაიწყებს, ამაში ეჭვი არ მეპარება”, – განაცხადა დუდამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

თავის ოფიციალურ გამოსვლაში დუდამ განაცხადა, რომ უყრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს უყრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით, ასევე იღებს უკრაინელ ლტოლვილებს.

2022 წლის ივლისში უყრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ პოლონეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ, უყრაინის სამხედრო მხარდაჭერით.