ენტონი ბლინკენი – ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება

ენტონი ბლინკენი – ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება.

„თქვენ თუ გადახედავთ ტრაექტორიას „სტინგერებიდან“ „ჯაველინებამდე“ და „ჰაიმარსებიდან სარაკეტო ბატარეა „პეტრიოტებამდე“, დაინახავთ, რომ ჩვენ მუდმივად ვაწვდით კიევს იმას, რაც უკრაინას სჭირდება. ამას იმგვარად ვაკეთებთ, რომ დავრწმუნდეთ, ეს დახმარება პასუხობს ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებს“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

– „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არასდროს ყოფილა ისეთი იზოლირებული, როგორც დღესაა, ხოლო ნატო ისეთი ერთიანი, როგორც ის ახლა არის“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

წყარო: newposts.ge