გელა ნიკოლაიშვილი ჯეიმს კობს – “ექსპერტი ვარაუდებით არ უნდა იძლეოდეს დასკვნებს, ეს მის მოსაზრებებს დისკვალიფიკაციას უკეთებს”.
ელექტროშოკი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ათი წელია აღარ გამოიყენება – განაცხადა უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა, ნაცების ექსპერტის ჯეიმს კობის ვარაუდების საპასუხოდ.
– „ჯეიმს კობი ამბობდა რომ სააკაშვილმა დაზიანებები ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას მიიღო, იგი სააკაშვილის მონათხრობს ეყრდნობოდა. ასევე ექსპერტი დაზიანებების ხანდაზმულობას ვერ ადასტურებდა. მან დაზიანებების რამდენიმე ვარიანტი შემოგვთავაზა: ან ელექტროშოკისგან არის დაზიანება მიღებული, ან კრუნჩხვისგან ან წამებისგანო. ექსპერტი ასე არ უნდა იძლეოდეს დასკვნებს. მისი პასუხები დასაბუთებული უნდა იყოს, რადგან ვარაუდი ექსპერტის დასკვნას წონას ვერ მატებს და პირიქით მის მოსაზრებებს დისკვალიფიკაციას უკეთებს.
აღმოჩნდა, რომ უკვე ათი წელია პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროშოკი არღარ გამოიყენება. აღმოჩნდა, რომ კრუნჩხვები სააკაშვილის შემთხვევაში საერთოდ არ ფიქსირდება. ჩვენ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე მსგავსი დასკვნა პირველად არ მოგვისმენია. რეალურად, აქ მორიგი ისეთი დასკვნა წარმოადგინეს, რომელიც ან ვარაუდებს ეყრდნობოდა ან პაციენტის და ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას“ – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
წყარო: ptn.ge