რუსი მსახიობი, სტანისლავ სადალსკი კომენტარს აკეთებთ საქართველოს ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებაზე და წერს:
“თბილისი არ აპირებს და არც აპირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, რადგან მას არ სურს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა. ქართველებმა აირჩიეს რუსეთი და ფული და არა ევროპა და სიღარიბე. ვაღმერთებ საქართველოს”
15 იანვარს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა: „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავუწევთ სამხედრო დახმარებას დაპირისპირების ერთ-ერთი მხარეს“.
წყარო – გამოცემა თაიმერი