ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე საუბარი არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ მან კანონით აკრძალა რუსეთის მთავრობასთან მოლაპარაკება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი მზადაა, განიხილოს დასავლეთის სერიოზული წინადადებები უყრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არ ყოფილა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“ უხერხული უწოდა.
ლავროვის განცხადებით, ევროკავშირი სრულად ემორჩილება აშშ-ის დიქტატს და ამ პროცესის აპოთეოზი იყო 10 იანვარს ნატო-სა და ევროკავშირს შორის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერა.