უყრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აცხადებს, რომ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის ყველა შესაძლო ვერსია განიხილება.
კოსტინის განცხადებას უყრაინული მედია ავრცელებს.
ანდრეი კოსტინის თქმით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ.
„ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება დაევალა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს. საქმე ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ არის“, – აღნიშნა კოსტინმა.
შეგახსენებთ, ბროვარში უყრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღსა და საცხოვრებელ სახლს შორის ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.