დიმიტრი მედვედევი – ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ, შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა უკრაინის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ჩვეულებრივ ომში ბირთვული სახელმწიფოს წაგებამ, შესაძლოა ბირთვული ომი გამოიწვიოს.
20 იანვარს, რამშტეინში, აშშ-ს ბაზაზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ისინი გადაწყვეტენ კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდების საკითხს.
– “და არცერთს ამ უღმერთოებიდან აზრად არ მოუვიდა ელემენტარული რამ: ჩვეულებრივი ომის დროს ბირთვული სახელმწიფოს დამარცხებამ, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომის დაწყება. ბირთვულ ქვეყნებს არ დაუიგნორებიათ დიდი კონფლიქტები, რომლებზეც მათი ბედია დამოკიდებული” – წერს მედვედევი.
წყარო: itv.ge