გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, – ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ სრულად შეძლო თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირება, იპოვა ენერგომატარებლების იმპორტის ახალი წყაროები.
BBC წერს, რომ მანამდე გერმანია იმპორტირებული გაზის ნახევარს და ნავთობის მესამედს სწორედ რუსეთისგან იღებდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა გერმანიამ კვლავ გახსნა ქვანახშირის ელექტროსადგურები და დროებით გადაავადა გეგმები დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვასთან დაკავშირებით, ასევე გაზარდა ბუნებრივი აირის საცავების სიმძლავრე.