პოლიციის ცნობით, აქტივისტი განყოფილებაში პროცედურული შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს.
გრეტა ტუნბერგი გერმანიის სოფელ ლუეტცერატში 17 იანვარს დააკავეს.
იგი სხვა აქტივისტებთან ერთად ნახშირის საბადოს გაფართოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავდა.
გერმანული ენერგეტიკული კომპანია, RWE AG სოფლის ტერიტორიაზე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებას გეგმავს, რაც სოფლის დანგრევას იწვევს.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გერმანიამ აღარ უნდა მოახდინოს ლიგნიტის ან ყავისფერი ნახშირის მოპოვება და ამის ნაცვლად ყურადღება უნდა გაამახვილოს განახლებადი ენერგიის გაფართოებაზე.