რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, გვარამიას ირგვლივ არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულება საქართველოს ევროპულ გზას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა საქართველოს ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
– “სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს ჟურნალისტსა და მთავარი არხის ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ევროპარლამენტის წევრებმა, სწორედ, ამ თხოვნის შემცველი წერილი გავუგზავნეთ პრეზიდენტს.
საქართველო არის ევროპა, მაგრამ საქართველოს ევროპული გზა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამო“ – ვკითხულობთ იუკნევიჩიანეს “ტვიტერზე”.
წყარო: tv7.ge