უყრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
„მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს უკრაინაში. მადლობა მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.
მან შარლ მიშელთან მოლაპარაკებებს შინაარსიანი უწოდა.
„უკრაინამ და ევროკავშირმა უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს ჩვენს ისტორიულ დაახლოებაში. ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ“, – წერს უყრაინის ლიდერი.
კიევში ვიზიტისას შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მყოფი უყრაინელი სამხედროები მოინახულა.