ემანუელ მაკრონი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 120 მილიარდი ევროთი გაზრდის წინადადებით გამოვიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, 2024-2030 წლების თავდაცვის ბიუჯეტი, თითქმის, 120 მილიარდი ევროთი გაიზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მაკრონის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში, თავდაცვის ბიუჯეტი, მომდევნო 7 წლისთვის, 413 მილიარდი ევრო გახდება, რაც 2019-2025 წლების ბიუჯეტზე მესამედით მეტი იქნება, რომელიც ამჟამად 295 მილიარდ ევროს შეადგენს.

„საფრანგეთს ეყოლება არმია, რომელიც მზად იქნება საუკუნის გამოწვევებისთვის“, – განაცხადა მაკრონმა, მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.

მანვე დასძინა, რომ საფრანგეთი დიდ ინვესტიციას ჩადებს თვითმფრინავებში და სამხედრო დაზვერვაში.