ეს ბიჭები შეიწირა წუხელ მკვლელმა! – „საგარეჯოს კი არა ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ…”

საგარეჯოში ღამით უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. 4 დაღუპულის ფოტოს სოციალურ ქსელში გიორგი ივანელაშვილი ავრცელებს.

„საგარეჯოს კი არა ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამ, რაც წუხელ დატრიალდა საგარეჯოში. ნათელი სანთელი თქვენ სულებს ბიჭებოო” – წერს გიორგი ივანელაშვილი.