გერმანიის მთავრობა – პოლონეთს შეუძლია უყრაინას Leopard-ის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს

პოლონეთს შეუძლია Leopard-ის ტანკები უყრაინას გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს, – Sky News-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა.

ამასთან, გერმანის მთავრობის მტკიცებით, ოფიციალური მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

გერმანია Leopard-ის მთავარი საბრძოლო ტანკის ექსპორტის ლიცენზიას ფლობს, ამიტომ მან, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ამ ტანკების საზღვარგარეთ გაგზავნა სურთ, ოფიციალური ნებართვა უნდა მისცეს.

პრესსპიკერის კომენტარები მოჰყვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებას, რომ მის ქვეყანას შეუძლია თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.