გიგი წერეთელი: რის გამო უნდა შეუწყოს საქართველომ რუსეთთან ფრენების აღდგენას ხელი?!

„ეს ბოლო განცხადებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მართლა ყველა ზღვარს სცილდება, აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს ეს. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმ კოლაბორაციონისტული პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აარჩია. ესეიგი, ხელი უნდა შეუწყოს საქართველომ რუსეთთან ფრენების აღდგენას – რისთვის, რის გამო, რაიმე ნაბიჯი გადადგა რუსეთმა ან საქართველოსთან მიმართებით, ან უკრაინასთან შეაჩერა ომი, თუ რატომ გაჩნდა ასეთი აზრები“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს

“თუ იმიტომ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რომ რუსეთის მეტი მოქალაქე შემოვიდეს და კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური თუ სხვა სახის პრობლემები გაუჩნდეს საქართველოს მოსახლეობას. მე ვფიქრობ, სამარცხვინო უნდა იყოს ალბათ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და პოლიტიკურ სისასტიკეს უწოდებს ამგვარ მოქმედებას. მგონია საზოგადოება უნდა ხედავდეს რა ხდება და არ შეიძლება ამ ყველაფერს ასე მშვიდად უყურო“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, „ალტ-ინფომ“ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ  რუსეთი მალე შეძლებს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.