ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უყრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა საქართველოში უყრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვისა და უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებებს, საქართველოს მიერ უყრიანისთვის იარაღის მიწოდებაზე მოთხოვნას.
კელი დეგნანის თქმით, ძალიან სენსიტიური დროა, როდესაც რუსეთი აწარმოებს ომს უყრაინისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წასართმევად. დეგნანის განცხადებით, „ყველა დიდ სტრესსა და ზეწოლას განიცდის“.
„აშშ-მა სთხოვა ყველა თავის პარტნიორს და მოკავშირეს, ნახონ, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საერთაშორისო ფორუმზე ხმის მიცემით. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ქვეყანამ გადაწყვიტოს, რისი გაკეთებაა მათთვის მოსახერხებელი. ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს იმ სენსიტიურ ვითარებას, რომელშიც საქართველო იმყოფება, რადგან თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთია კონტექსტი და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხი პირადად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.