სანქციების პაკეტის პარალელურად, რუსეთიდან ფრენები საქართველოსთვის მძიმე ტვირთი და პრორუსული პოლიტიკის გაღრმავებაა. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დაუშვებელია რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე საუბარი. ეს არა მხოლოდ ეწინააღმდეგება უკრაინასთან და დასავლურ სამყაროსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს, არამედ ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. სანქციების პაკეტის პარალელურად, რუსეთიდან ფრენები საქართველოსთვის მძიმე ტვირთი და პრორუსული პოლიტიკის გაღრმავებაა.” – წერს ხატია დეკანოიძე.