სროლა ქობულეთის ცენტრში – შემთხვევა რუსთაველზე, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ მოხდა.
არსებული ცნობით, იარაღი კონკრეტული პირის მიმართულებით ისროლეს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
„მოქალაქეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ისროლეს და ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში შევარდა. ერთ თანამშრომელს ცოტა ასცდაო”, – თქვა თვითმხილველმა.
ქობულეთის მერიაში შემთხვევას ადასტურებენ. „თუმცა სხვა ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია” – თქვეს „ბათუმელებთან” მერიაში.