23 ნოემბერს, ბრიუსელში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აარატ მირზოიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს ნატო-ში არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 22 ნოემბერს იენს სტოლტენბერგი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მაშინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აარატ მირზოიანი და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი.