უყრაინული მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის გაზაფხულისთვის მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის გაზაფხულისთვის მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. როგორც უყრაინული მედია გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უყრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის კულუარებში განაცხადა.

პისტორიუსის განცხადებით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს Marder-ის ტიპის 40 ქვეითთა მანქანას, Gepard-ს შვიდ თვითმავალ საზენიტო დანადგარს, Iris-T საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და რაკეტებს.

ამგვარად, ბოლოს გამოცხადებული პაკეტის გათვალისწინებით, გერმანიის მიერ უყრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 3,3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

„გერმანია არ გაჩერდება და არ იტყვის უარს უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა პისტორიუსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეებს უყრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდების საკითხზე შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.