უყრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე გერმანიაში, „რამშტაინის“ სამხედრო ბაზაზე უკრაინის პარტნიორი ქვეყნების სხდომა დაიწო.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ და მოუწოდა, უყრაინისთვის გადასაცემი ტანკების რაოდენობაზე ნუ ივაჭრებენ.
მისივე თქმით, აუცილებელია, პარტნიორმა ქვეყნებმა პრინციპული მხარდაჭერა გაუწიონ უყრაინას, რათა რუსული “ბოროტების” შეჩერება მოხერხდეს.
„მინდა, მადლობა გითხრათ ყველას და ეს აბსოლუტურად სამართლიანი იქნება იმის გათვალისწინებით, რაც თქვენ გააკეთეთ, მაგრამ ასი მადლობა არ ნიშნავს ას ტანკს. ჩვენ, ყველას შეგვიძლია ათასობით სიტყვის თქმა, თუმცა ეს სიტყვები ვერ ჩაანაცვლებს ქვემეხებს, რომლებიც საჭიროა რუსული არტილერიისგან, საზენიტო რაკეტებისა და ავიადარტყმებისგან ხალხის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ. დრო უნდა გახდეს ჩვენი საერთო იარაღი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პირობა დადო, რომ აშშ დაეხმარება უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ლოიდ ოსტინის თქმით, ახალა უყრაინის მხარდაჭერის შენელების დრო არ არის.
„50 ქვეყანა დაეხმარა უკრაინას თავდაცვასა და სამომავლო საფრთხის შეკავებაში. როდესაც პუტინმა წამოიწყო თავისი უგუნური და არაპროვოცირებული შეჭრა 11 თვის წინ, ის ფიქრობდა, რომ უკრაინა უბრალოდ განადგურდებოდა და მსოფლიო ამაზე თვალს დახუჭავდა. პუტინმა არ გაითვალისწინა უკრაინელი ხალხის სიმამაცე და მათი სამხედრო შესაძლებლობები. მან არ გაგითვალისწინათ თქვენ, ვინც ხართ წარმოდგენილი ამ მაგიდის გარშემო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრო.