WP: CIA-ის დირექტორი კიევში ზელენსკის შეხვდა და რუსეთის გეგმებზე ესაუბრა

გასულ კვირას უილიამ ბერნსი კიევში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა და რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები იყო – უყრაინელებს აინტერესებთ კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში ექნებათ გარანტირებული აშშ-ს მხარდაჭერა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს.

წყაროების ცნობით, ბერნსმა გაიზიარა ბრძოლის ველზე არსებული ვითარების მნიშვნელობა და აღიარა, რომ დროთა განმავლობაში დახმარება შეიძლება გართულდეს.

ამავე წყაროების თქმით, შეხვედრის შემდეგ უყრაინელებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ უკვე დამტკიცებული 45 მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის მიმდინარე დონე აგვისტომდე აქვს გარანტირებული.

კიევში ნაკლებად დარწმუნებულები არიან, რომ კონგრესი შეუფერხებლად მიიღებს დახმარების მომდევნო მულტიმილიარდიან პაკეტს როგორც ეს 1 წლის წინ მოხდა.