უყრაინაში, ბოლო დღეების განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უყრაინას, სავარაუდოდ, მცირე მიღწევები ჰქონდა და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, რუსეთისა და ვაგნერის ძალები გაერთიანდნენ ქალაქ სოლედარში მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ქალაქი აიღეს.
„სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში, ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალები აქვს კონცენტრირებული, რომლებიც ერთმანეთს საარტილერიო დარტყმებს აყენებენ და შეტაკებებს ახორციელებენ, მაგრამ თავს არიდებენ ფართომასშტაბიანი შეტევის მცდელობებს“, – აცხადებენ უწყებაში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ზოგადად, „კონფლიქტი ჩიხურ მდგომარეობაშია. თუმცა, ბახმუტთან რუსეთის ლოკალური წინსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს“.