„ევრონიუსის“ ცნობით, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის ბევრი ევროპულიც, ამ დრომდე რჩება რუსეთში და ბიზნესსაქმიანობას აგრძელებს. ამის შესახებ ნათქვამია იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ამ კომპანიებიდან 223 რუსეთში საქმიანობას „ჩვეულ რეჟიმში“ განაგრძობს. მათ შორის არის იტალიური Boggi, Benetton, Calzedonia, ფრანგული – Clarins, Etam, Lacoste, გერმანული – Siemens Healthineers, B. Braun, ნიდერლანდური – Philips.
რუსულ ბაზარზე რჩება ამერიკული კომპანიების ნაწილი. მათ შორის Tom Ford, Tupperware და TGI Friday’s. ასევე ჩინური ფირმები – Alibaba, Tencent and ZTE.
რუსეთში ოპერირებას განაგრძობენ შემდეგი ავიაკომპანიები – Emirates Airlines, Egyptair, Qatar Airways და Turkish Airlines.
საერთო ჯამში იელის უნივერსიტეტის კვლევაში წარმოდგენილია 1 389 კომპანია, რომელიც ოთხ კატეგორიად არის დაჯგუფებული.
მათგან 223 ჩვეულ რეჟიმში საქმიანობს, 162-მა ფირმამ დადო პირობა, რომ მომავალში დატოვებს რუსულ ბაზარს, მაგრამ ჯერ კვლავაც აგრძელებენ საქმიანობას, 170 კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსეთში საქმიანობა, თუმცა ნაწილობრივ მაინც რჩებიან ბაზარზე, 493-მა კომპანია სრულად ან თითქმის სრულად შეაჩერეს რუსეთში საქმიანობა და 341-მა კომპანიამ სრულად დატოვეს რუსეთი.
ამრიგად, როგორც „ევრონიუსი“ წერს, 555 კომპანია ჯერ კიდევ ოპერირებს რუსეთში, რაც იელის უნივერსიტეტის კვლევაში შესული კომპანიების 40%-ს წარმოადგენს.
იმ ფირმებს შორის, რომლებიც აჭიანურებენ რუსეთში საქმიანობის შეწყვეტას, მოხვდნენ კომპანიები ევროკავშირის წევრი და დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოებიდან. მათ შორის – ბრიტანული AstraZeneca, იტალიური – Barilla და ფრანგული BlaBlaCar-ი. ამავე კატეგორიაში მოხვდა იტალიური Giorgio Armani, გერმანული Merck, შვეიცარიული Nestle, ავსტრიული Red Bull და ფრანგული Yves Rocher.
იელის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებზე „ევრონიუსთან“ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ევროკავშირის სანქციები არ ავალდებულებს კომპანიებს რუსეთის დატოვებას და ბევრმა სხვაგვარი არჩევანი გააკეთა.
„ვერ ვიტყვით, რომ ისინი ვინც რუსულ ბაზარზე რჩებიან, არღვევენ ევროკავშირის სანქციებს – ვიდრე ისინი არ თანამშრომლობენ იმ ორგანიზაციებთან, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესებული“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.