წარმოუდგენელია იცით, ეს სიბოროტე ერთი მხრივ ჩვენი ხალხის და უნიათობა – მეორე მხრივ – ამის შესახებ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის “ვივამედი”-ს კლინიკაში მონახულების შემდეგ განუცხადა.
როგირც გიული ალასანიამ განმარტა, მას ისევ ტემპერატურა აქვს და გადაადგილება უჭირს.
“საერთოდ, რა თქმა უნდა, მოველოდი, რომ უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო [პროცესების წარმართვა] გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. ინტერესი ძალიან დიდია გარედან, ძალიან დიდია შიგნიდან. მე ვერაფრით ვერ ვეგუები მდგომარეობას, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ადამიანი. წარმოუდგენელია იცით, ეს სიბოროტე ერთი მხრივ ჩვენი ხალხის და უნიათობა მეორე მხრივ. ეს ადამიანი სიმბოლოა იცით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლე და არამარტო საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც”,- განაცხადა გიული ალასანიამ.