ბიზნესმენ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანია თანამშრომელთა 80%-მა დატოვა. ამის შესახებ შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით CNBC იტყობინება.
მათი ცნობით, კომპანიაში ილონ მასკის მოსვლამდე Twitter-ში 7,5 ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა კი პერსონალი დაახლოებით 1,3 ათას ადამიანს შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, მასკმა ნებართვა გასცა, Twitter-ის თანამშრომლებს დახმარება გაუწიოს 130-მა სპეციალისტმა მისი სხვა კომპანიებიდან, როგორებიცაა Tesla, SpaceX და The Boring Co.
CNBC-ის ინფორმაციით, Twitter-ში 550-ზე ნაკლები ინჟინერი დარჩა.