კობა ნაყოფია: უკრაინის ხელისუფლებაშიც და ხალხშიც განწყობა არის ასეთი, რომ ეს ომი უყრაინას აქვს მოგებული

“უკრაინის ხელისუფლებაშიც და უკრაინელ ხალხშიც განწყობა არის ასეთი, რომ ეს ომი უკრაინას აქვს მოგებული” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ “მთავარი არხის” გადაცემაში “მთავარი მსოფლიოში” განაცხადა.

“უკრაინელები ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გეტყვით ასე, რომ უკრაინის ხელისუფლებაშიც და უკრაინელ ხალხშიც განწყობა არის ასეთი, რომ ეს ომი უკრაინას აქვს მოგებული. რა თქმა უნდა, მათ ეჩქარებათ, უნდათ რომ ეს მოხდეს უფრო სწრაფად, რადგან ძალიან დიდია ეკონომიკური ზიანი. მნიშვნელოვნად ჩამოვარდა უკრაინის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი, საუბარია ასობით მილიარდზე, რაც პრაქტიკულად, უკრაინას მიადგა ზიანი და ფიქრობენ მომავალზე, აღდგენაზე, განვითარებაზე, ეკონომიკაზე და ამიტომ, რა თქმა უნდა, ეჩქარებათ და ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც ეჩქარებათ და რატომაც უნდათ სწრაფად დასრულდეს ეს საომარი ვითარება ისაა, რომ ყოველდღიურად ეხოცებათ ხალხი”, – თქვა კობა ნაყოფიამ.