„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
ევროპელი დიპლომატების თქმით, სანქციების ახალი პაკეტი სავარაუდოდ, 24 თებერვალს იქნება მზად. ამ ეტაპზე ევროკავშირში არ აკონკრეტებენ, რა ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებენ.
როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეათე პაკეტის თემის წინ წაწევას ევროპელი დიპლომატების ნაწილი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე შეეცდებიან, რომელიც ორშაბათს, 23 იანვარს არის დაგეგმილი.
ევროკავშირს ასევე სურს უყრაინისთვის გადასაცემი სამხედრო მხარდაჭერის 500 მილიონი ევროს ღირებულების მორიგი ტრანში დამტკიცებაც. ამ ეტაპზე მის გადაცემას უნგრეთი ბლოკავს.