ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე საგარეჯოში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და წერს.
„იმისთვის იცავდა სამშობლოს და ხალხს რომ ბოლოს ნაწყენს ისევ ის ხალხი დაეხოცა, ვისაც რომ გეკითხა იცავდა? მეომრობა და სამშობლოს დაცვა უზენაესი ფასეულობაა და ნებაყოფლობითი ვალია ისევე როგორც გმირობა და თავდადება. ნურავის ნურავინ ამადლის თავის ბრძოლას და ნურავინ გაამართლებს ამორალობას მეომრის მძიმე ცხოვრებით! მეომარი ან სულ ხარ ან არასდროს! ნამდვილ მებრძოლს ყველაზე ჰუმანური ბუნება აქვს და იცის მშვიდობის ფასი! ნამდვილი მეომარი არასდროს ესვრის უიარაღო მოქალაქეს – ეს ზნეობის წესია და ვინც არღვევს ძაღლიც მიაკვდა სულში ყველას!”, – დაწერა ჟურნალისტმა
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. მან თავი მოიკლა.