უყრაინას დასავლელმა მოკავშირეებმა ასობით ტანკი უნდა მიაწოდონ, რათა კიევმა რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საბრძოლო ტანკი უყრაინის ფრონტზე უნდა იყოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ უყრაინის ფრონტი.
„ჩვენ გვჭირდება ტანკები – არა 10-20, არამედ რამდენიმე ასეული. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრების აღდგენა და მტრის დასჯა, რომელიც გადაიხდის მათი დანაშაულისთვის. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში არის სტაბილური განვითარებისა და მკაფიო მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფა. უკრაინის გამარჯვების გარეშე ეს არ მოხდება. ამიტომ, ყველა საბრძოლო ტანკი დღეს ჩვენს ფრონტზე უნდა იყოს. რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ფრონტი“, – წერს ერმაკი „ტელეგრამზე“.