ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად უკვე მეორედ ტინი კოქსი აირჩიეს.
კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი უკრაინელი ალექსანდრ მერეჟკო იყო, რომელმაც 44 ხმა მიიღო.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა.