„ჟანრის მიხედვით, ლოგიკურად გრძელდება ეს ყველაფერი, პროპაგანდა რომ თითქოს ეს არის კაპიტალისტური დასავლეთის შეთქმულება პატრიოტი ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდე“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ CNN- ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას
“ანუ ესაა საბჭოთა ტრადიცია, პუტინის ტრადიცია, იანუკოვიჩის, ლუკაშენკოსი, ყველა ამ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის, რომ როგორი აბსურდული და ბოდვაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა მიაწვნენ თავისას იქამდე, სადამდეც გასდით.
სამწუხაროდ ჯერ კიდევ გასდით და ეგაა პრობლემა, თორემ ამ აბსურდზე, რომ თურმე ურეაქციოდ არ დატოვებს დასავლური მედიის შეტევას კობახიძე და მისი ივანიშვილის მიერ შეკრებილი პოლიტიკური არაროებების რაზმი, კომენტარს არც უნდა ვაკეთებდე“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ